8 მარტის შეთანხმება

ბოკუჩავა: ივანიშვილს საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ მეორედ მოტყუებას

შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი არ ასრულებს შეთანხმებას, არ უშვებს პოლიტპატიმრებს, აგრძელებს პოლიტიკურ დევნას და არ გვაძლევს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზების შესაძლებლობას.

მას ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ, რომ უკვე მეორედ მოატყუოს ისინი და რაც მთავარია, მოატყუოს ასევე ქართველი ხალხი.

არ გამოვრიცხავ, რომ ეპიდემიოლოგიური რჩევენის გათვალისწინებით, ჩვენ, ასევე პოლიტიკური აქტივობები დავგეგმოთ

ამბობს ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა TV პირველთან, ოპოზიციის გაფართოებულ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე. ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. შეთანხმება საარჩევნო ცვლილებების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

კომენტარები