8 მარტის შეთანხმება

ვოლსკი: ყველამ კარგად იცის, რომ მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, ენმ-ის მოკავშირე ევროპელია

ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი, გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის (CDU/EPP) განცხადებაზე. გალერი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს 8 მარტის შეთანხმების ტექსტსა და სულისკვეთებას. მისი თქმით, ეს ლაკმუსის ტესტია ივანიშვილისა და ქართული ოცნების ნამდვილი განზრახვებისთვის. გალერი წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან და ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

კომენტარები