კორონავირუსი საქართველოში

კილაძე: საგანგებო მდგომარეობაში ენმ ამყოფებდა მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნისას

საგანგებო მდგომარეობაში ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ამ საგანგებო მდგომარეობას ახასიათებდა ადამიანის უფლებების არნახული შეზღუდვა, რომელიც მათ შორის ხელყოფდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთერთი უმთავრესი უფლება, ადამიანის სიცოცხლის უფლება, აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი იყო მათი მმართველობის პერიოდში. გვაცალეთ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, გვაცალეთ!

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფიო კილაძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, რომან გოცირიძის, კრიტიკას. გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

კომენტარები