ბოკერია: თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, N1 იყო, მადლობა ბატონ კობახიძეს კომპლიმენტისთვის

მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ასე რომ, დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს კომპლიმენტისთვის.  

ნომერ პირველი უნდა იყო, უნდა ეცადო, ყოველ შემთხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, მაგრამ რახან მე ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა ამ კომპლიმენტისთვის. 

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიცია "გოიმურია", გიგა ბოკერია კი "N1 გოიმი ამ გოიმების სპექტრში."
მოკლე ბმული: