კინზინგერი: ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია საკმარისია იმისთვის, რომ ნატოში მივიღოთ

რუსეთი ნეგატიურ როლს თამაშობს არამხოლოდ გავლენის, არამედ მასობრივი არასტაბილურობის შემქნის კუთხითაც. მათ ეს იციან, რუსეთი ასე იქცევა, რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყანაა, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია, ისინი გააგრძლებენ პრობლემების შექმნას. როგორც გუშინ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, დროა ორმაგად უფრო ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ. ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, როგორიც რუსეთია, არ უნდა შეგვაშინოს.

კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მცოცავი ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიული მოქმედებების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები