ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მოგვიწევს შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება

მესმის, ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იყო. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო.

მიდის მსჯელობა, ბოლომდე არაა გარკვეული, როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა ტრანსპორტში. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ როგორც აქ ადგილზე არის კვლევის საგანი, ისე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგგამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები