დასავლელი პარტნიორები

წულუკიანი დასავლელ პარტნიორებზე: მეტად მოვუსმენდი ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას

ერთადეთი რაზეც მე, პროდასავლელ, ქართველ იუსტიციის მინისტრს მწყდება გული, თუკი რამეზე შეიძლება ამ სიტუაციაში გული დამწყდეს, ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ჩვენი ქვეყნისთვის უნდათ საუკეთესო, მაგრამ უფრო მეტად მოვუსმენდი ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას.  

ძალიან ბევრი აგრესია მოდის, რომ როგორ დაუშვით მათი [უგულავას და ოქრუაშვლის] გათავისუფლება. მე უგულავასავით არ მგონია, რომ მე ერთი ადამიანი ვარ ქართველი ერი. იმ ადამიანებს, ვისაც გულისტკივილი აქვს, ზოგი ამბობს - თითებს ვიჭამდი, ესენი რომ გარეთ დავინახე, ზოგი ამბობს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ამის მერე? რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს? აქ უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ეს ყველაფერი დასანანია, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ არა ისე, რომ ქართველებს დარჩეთ განცდა, რომ ხელი ამოუგრიხეს.

ამბობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რუსთავი ორის ერთერში საუბრისას.

კომენტარები