ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ შეზღუდვები მოიხსნა და ახლა ყველაფრის უფლება გვაქვს

თუ რა შედეგს მოახდენს ამ შეზღუდვების მოხსნა, ამას დროს გვიჩვენებს. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი დონე. ეს მთლიანად ჩვენზე და საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ჩვენს შეგნებაზე, ჩვენს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ შეზღუდვები მოიხსნა და ახლა ყველაფრის უფლება გვაქვს - არა.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტვ პირველის ეთერში. დღეიდან, 23 მაისიდან, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათიც. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ზოგი შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

კომენტარები