საპატრიარქო

მეუფე დანიელი: გაცილებით მეტი [დაფინანსებაა] საჭირო საზოგადოების სულიერი საზრდოსთვის

რაც შეეხება ეკლესიისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს, რასაკვირველია, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით უფრო მეტია საჭირო, ისევ და ისევ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს სულიერი საზრდო. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ქონება სჭირდებათ იმისთვის, რომ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. სირცხვილია ამაზე საუბარი, ძალიან სამარცხვინოა, რომ მასმედია ამაზე ასე ხშირად ან თვითონ საუბრობს, ან ისეთ ადამიანებს აძლევს უფლებას, რომლებიც თავის თავსაც არცხვენენ და ერსაც.

ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს [მეტი თანხა საპატრიარქოსთვის]

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი საუბრობს საპატრიარქოს დაფინანსებაზე. საპატრიარქო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 000 000 ლარით ფინანსდება, ამასთან სარგებლობს სხვა შეღავათებითაც.

კომენტარები