სააკაშვილი: არჩევნებზე ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში უნდა გაერთიანდეს

მინდა, ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და მოვემზადოთ სერიოზულად, გამოწვევა არის ძალიან დიდი და, რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს დათმობს. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას, ვინაიდან ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე მოქმედება ძნელია. ეს არის მთელი მსოფლიოს მაგალითი და საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს. 

მივესალმები ნაბიჯებს მაჟორიტარების კოორდინაციის კუთხით, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ამბიციები და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გავაერთიანოთ. ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა. ესეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და მსოფლიოს მაგალითიც. გავერთიანდეთ, გავაკეთოთ ერთი დიდი სია, ადგილები გადანაწილდეს [ჩემთვის ეს სულერთია] მაგრამ ალბათ პარტიების რეიტინგის მიხედვით და ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს. 

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ის უბედურება, რაც ხდება, ყველამ ერთად უნდა დავუბრუნოთ ქვეყანა ხალხს, საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება და უნდა ამოძვრეს ამ ჭაობიდან. ხალხის დაცინვა უნდა შეწყდეს და ამისთვის საჭიროა და ყველაზე სწორი იქნება, რაზეც მე ვსაუბრობ – ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის. მე მზად ვარ, განვიხილო წინადადებები ამ მიმართულებით. იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგამდე მივალთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ საააკშვილმა ვიდეომიმართვაში მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

კომენტარები