გახარია 20 ივნისზე: ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორეხარისხოვანია

20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით... ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. აი, ასე, ჩემთვის, პირადად, არის მეორეხარისხოვანი. 

რა არის ჩემთვის მთავარი - ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც შსს-მ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა არ დაუშვა, ეს იყო მათი მოვალეობა და მათ ეს გააკეთეს.

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისზე, გავრილოვის ღამეზე საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები