რურუა: მეუბნებოდნენ, დაგიჭერენო, არც პრინციპების შეცვლას ვაპირებ, არც ბრძოლის შეწყვეტას

მინდა განცხადება გავაკეთო გუშინდელ სრულიად ამაზრზენ წერილზე, რომელიც გაგზავნილი იყო ევროპარლამენტში მმართველი გუნდის მიერ. ეს კიდევ ცხადყოფს, რომ ამ წერილით უნდათ, რაღაცნაირად გადაფარონ ეს ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე იყენებს, რაც აბსურდულია სრულიად. 

მე ვურჩევდი ქართულ ოცნებას, რომ ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასაცავად გააგზავნოს ეს წერილი, ვირე რაღაც მოგონილი და აბსტრაქტული ბრალდებები. მე მზად ვარ, ნებისმიერ ბრალდებას პასუხი გავცე, რაც მოყვანილი იყო ამ წერილში და ეს ტყუილები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ჩემი აზრით.

კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ 20 ივნისის შემდეგ ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, დაგიჭერენო. ჩემი მეგობრებიც მეუბნებოდნენ, დაგიჭერენ. ელენე ხოშტარიასთანაც მილაპარაკია ამაზე. მეც ვგრძნობდი, რომ ყოველდღე ზეწოლა იყო, მაფრთხილებდნენ ჩემი მეგობრები [...] მე არც პრინციპების შეცვლას ვაპირებ და არც ბრძოლის შეწყვეტას

მთავარი არხის მეწილემ, გიორგი რურუამ ამის შესახებ თავის სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები