კილაძე: რომელი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება უმრავლესობით მოვა

რომელი დემოკრატიული სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება მაინც მოვა უმრავლესობით, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს ასე იქნებოდა პროპორციული სისტემის შემთხვევაშიც, ეს ასეა შერეულის შემთხვევაშიც და, რა თქმა უნდა, მაჟორიტარულის შემთხვევაშიც. მე ამაში მარწმუნებს ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან და რომელიც ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე – ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს.

ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები