ქართული ოცნება

კობახიძე: ენმ-მ და ევროპელებმა ადა მარშანია და ემზარ კვიციანი კენჭისყრას ჩამოაშორეს

გარდა იმისა, რომ ისინი [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო] თვითონ არ მონაწილეობდნენ [საარჩევნო სისტემის ცვლილების] კენჭისყრაში, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე პირველ მოსმენამდე, მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას და უშუალოდ პირველი მოსმენის წინ მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია. 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი აქტიურად მუშაობდნენ ამაზე, თუმცა საბოლოო ჯამში დაინახეს, რომ ვერ ახერხებდნენ 112 ხმამდე ჩამოყვანას. სხვებზეც მუშაობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ. 

[...] ადა მარშანიასთან დაკავშირებით, მაგალითად, მეორე მოსმენა იყო და ვიკითხეთ, სად იყო ადა მარშანია. გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა, ვერ ჩამოდიოდა რაჭიდან სიმაღლის გამო. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით, სად იმყოფებოდა ადა მარშანია და იმყოფებოდა ქობულეთში

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, "ღამის კურიერში" ისაუბრა. კობახიძე საუბრობს საკონსტიტუციო შესწორებებზე, რომლითაც საარჩევნო სისტემა 120/30-ზე პრინციპით შეიცვალა.

კომენტარები