ქართული ოცნება

მარშანია: საშინლად მაღალი წნევა მქონდა, როგორ გამიბედავდა ენმ შავბნელ მოლაპარაკებებს

ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ ვიყავი მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა, ესაა ერთადერთი მიზეზი.

ნაციონალური მოძრაობა ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. სწორია და კარგია ეს. მე მაქვს მათთან ასეთი ურთიერთობები, არ ვესალმებით ერთმანეთს და როგორ გამიბედავდა მე ნაციონალური მოძრაობა რაღაც შავბნელ მოლაპარაკებებს?

ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, რომ ლაფშია ამოსვრილი. კრიმინალური კოჰაბიტაციით ნაციონალურ მოძრაობასთან არის პოლიტიკურ ლაფში ამოსვრილი

ინტერპრესნიუსის ცნობით, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია ქართული ოცნების წევრს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო შესწორებების პირველ და მეორე მოსმენამდე პერიოდებში კენჭისყრას პატრიოტთა ალიანსის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია ჩამოაშორეს.

კომენტარები