ტურიზმი

თურნავა კარანტინზე: როცა ადამიანი ამაზე ფიქრობს, ალბათ, ურჩევნია, საქართველოში დაისვენოს

მოსალოდნელზე უკეთესად მიდის შიდა ტურიზმით დატვირთვა, იმიტომ, რომ ადამიანები არა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შემოვლენ, არამედ, შეზღუდული რაოდენობით გავლენ კიდევაც.

ბევრი იჩენს კეთილგონიერებას, სიფრთხილეს და, რა თქმა უნდა, ამ ორკვირიანი კარანტინის მოთხოვნაც პასუხისმგებლობა არის და ამიტომ, როცა ადამიანი ამაზე ფიქრობს, ალბათ, ურჩევნია, რომ ჩვენი, საქართველოს ღირსშესანიშნაობები მოინახულოს და არაჩვეულებრივი კურორტები აღმოაჩინოს.

არიან ადამიანები ჩვენშიც, ვინც წლები არ ისვენებდნენ საქართველოში. მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვისარგებლოთ წელს ამით ...

ძალიან დიდი მობილობა იყო ჩვენგანაც ზაფხულის პერიოდში, ეს ადამიანები თუ დარჩებიან და ამ რესურს მოახმარენ ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას, მერწმუნეთ, მცირე არ არის.

ყველას მოვუწოდებთ, ეს სეზონი გამოიყენონ იმისთვის, რომ ადგილობრივ ტურიზმს დაუდგნენ გვერდით და თვითონაც შესანიშნავად დაისვენონ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შიდა ტურიმზე საუბრისას, რუსთავი ორის ეთერში. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ იმ შემთხვევაშიც, თუ იმ ხუთი ქვეყნიდან ბრუნდებიან, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. თუ ერთი რეისით მოფრინავენ გერმანიის, ლიტვის, ლატვიის, საფრანგეთის, ესტონეთის და საქართველოს მოქალაქეები, კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ. ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები კი, საქართველოს საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგს გაივლიან. ასევე, თან უნდა ჰქონდეთ წინასწარ შევსებული ფორმა. 

კომენტარები