ტურიზმი

თურნავა: ილუზიაა, რომ საზღვრების მასობრივი გახსნა ტურიზმის პრობლემას მოაგვარებს

მცდარია შეხედულება, რომ საზღვრების მასობრივი გახსნა მოაგვარებს ტურიზმის პრობლემას, ეს არის ილუზია, ეს არის მოჩვენებითი, თითქოსდა გარეგნულ ეფექტზე გათვლილი ნაბიჯი, ბევრმა შეიძლება ამის შესახებ არ იცის, მართლაც გულწრფელად ჰგონია, რომ "ოღონდ ფრენები აღდგეს ბევრი, როგორც შარშან იყო და მაშინვე ჩამოვლენ ტურისტები და გვეშველება". ზოგი კი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

ამ ორი-სამი კვირის მასობრივი გახსნის ფასი შეიძლება იყოს ისეთი გაუარესება ეპიდემიოლოგიური ვითარების, რომელიც მოხდა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში, მაგალითად, ყაზახეთში, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც იძულებული გახდა, ისევ სრული ლოქდაუნისკენ წასულიყო, ამას ჩვენ ვერ გადავიტანთ, ვერც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია და ვერცერთი სხვა ინდუსტრია

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა TV იმედის ეთერში.

კომენტარები