არჩევნები 2020

მდინარაძე: სამწუხაროდ, მძიმეწონიანი კონკურენტები არ გვყავს

ჩვენ არ გვიხარია, რომ მაინცდამაინც არ გვყავს მძიმეწონიანი კონკურენტები, კანდიდატები ჩვენ გვყავს ისეთები, რომ კონკურენტები სამწუხაროდ, ვერ გაუწევენ ღირსეულ კონკურენციას. ესენი არ არიან მძიმეწონიანი კონკურენტები ჩვენთვის.

მათ [ოპოზიციას] აქვთ პრობლემები თავიანთ გუნდში და რაღაც, შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ საზოგადოებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგს ამძიმებს თავისი წარსული, ზოგს დღევანდელობა, როცა არაადეკვატურობას ვხედავთ მათი მხრიდან. 

დღეს, უფრო მძიმე მესიჯების გაშვება არ მინდა, არ მინდა დავამძიმო საზოგადოება, იმიტომ რომ ძალიან კარგი დღეა. ჩვენ მიგვაჩნია და რეალურად საზოგადოებასაც მიაჩნია, რომ ისინი კონკურენციას ქართული ოცნების ვერც კონკრეტულ კანდიდატებს და ვერც ქართული ოცნების გუნდს ვერ გაუწევენ, იმიტომ, რომ ისინი არ არიან ძლიერი კონკურენტები. სამწუხაროდ. ეს ქართული დემოკრატიისთვის კარგი არ არის. 

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე.

კომენტარები