კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მოშვება არ შეიძლება. ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით

მოშვება არ შეიძლება. დღეს ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში. დიდი შეკრებები და თავყრილობები ისევ არის. ხდება ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდინფექცია. არა, ბატონებო. კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა მოხდეს გლობალურად. გლობალურად და ჩვენ ირგვლივ ვითარება უარესდება. საქართველოში ვართ შედარებით, უკეთესად და ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ შედარებით, უკეთესი ეპიდსიიტუაცია შევინარჩუნოთ.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. 21 ივლისის მდგომარეობით, 1049 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 - დაიღუპა.

კომენტარები