კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარდაბნის სოფლებს არ ჩავკეტავთ, თერმოსკრინინგი და ტესტირება გადავწყვიტეთ

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე არ მივიღეთ [გარდაბნის სოფლების] ჩაკეტვის გადაწყვეტილება, თერმოსკრინინგს გაივლიან გაჩიანის დასახლების ყველა შესასვლელ პუნქტში, ასევე, მოხდება მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ამ რეგიონშო და კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - ყარაჯალარი და ყარათაკლია ჩაკეტილიყო. გარდაბანში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, მხოლოდ სოფელ ყარაჯალარში 14 შემთხვევა გამოვლინდა. 3 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 

კომენტარები