ცერცვაძე: ჩემი პროგნოზით, საზღვრების გახსნის შემდეგაც არ იქნება Covid 19-ის მკვეთრი მატება

ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას, გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვნად და კონსტრუქციულად.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები