კინზინგერი: საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი

დიდი მადლობა ყველას, რომ აქ ვიმყოფებით, დიდი მადლობა ჩემ ევროპელ და ქართველ მეგობრებს, განსაკუთრებით, ბატონო მინისტრო, მადლობა.

მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი. 12 წელი ძალიან გრძელია, საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, ფაქტობრივად ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს NATO-ს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ. საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის. ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან

თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები