2008 წლის ომი

კობახიძე: ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - პუტინი და სააკაშვილი

ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ორი თანაავტორი და, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და ვერ გაექცევა ნაციონალური მოძრაობა

გარდა იმისა, რომ მათ პუტინს განახორციელებინეს მის მიერ შემუშავებული სცენარი, მათ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა. ეს იყო ღალატი.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში

კომენტარები