გაბაშვილი: ომის დროს კი არ გარბოდნენ, ბრუნდებოდნენ, ქოცი ამას ვერ გაიგებს

"ქვეყნიდან გარბოდნენ" არის ქოცური (პროტოქოცული, ანუ ბიძინამდელი ქოცების) ტყუილი. საზღვრის კვეთის დოკუმენტი, რომელიც გააყალბეს (უფრო სწორად, შინაარსი შეუცვალეს), აფიქსირებს ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის საზღვრის კვეთას აქეთ - შემოსვლის მიმართულებით. ეს კვეთა არის არა გასვლა, არამედ შემოსვლა. 7 აგვისტოს, როცა ომი დაიწყო, შვებულებებში, უცხოეთში მყოფი ბევრი ჩვენი მეგობარი ყველა საჰაერო გზას ეძებდა, რომ შემოსულიყო საქართველოში. გივი თარგამაძე 7-ში გაფრენილი, 7-შივე დაბრუნდა. დაბრუნდა გიგა ბოკერია, ნიკა რურუა, კობა სუბელიანი. დაბრუნდნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები. ყველას, ვისაც ცილი დასწამეს, ვერ ჩამოვთვლი. საზღვარს კვეთდნენ აქეთ. აქეთ, თქვე ბრიყვებო, აქეთ. შემოდიოდნენ და არა გადიოდნენ. ქოცი ამას ვერ გაიგებს. ამ დროს ესენი ისხდნენ ტელევიზორებთან და პუტინს გულშემატკივრობდნენ.

წერს ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს წევრი გოკა გაბაშვილი.
მოკლე ბმული: