მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ?!

ყოველ წელს გვაქვს არჩევნები და არჩევნებზე და არჩევანზე იმდენს არ ვფიქრობთ, რამდენადაც მთელი წელი ერთმანეთს ვლანძღავთ. რას მივიღებთ მერე? მივიღებთ, რომ შემდეგ, მეორე წელს ისევ გავლანძღავთ, მესამე წელს ისევ გავლანძღავთ, მეოთხე წელს და ასე შემდეგ – 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ.

ისინი არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომლებსაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ და იმის აღიარება, რა დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი. საშინელი დანაშაულები ღვთის თუ ერის წინაშე.

შევუნდოთ და მივუტევოთ, იმის უფლება მაინც აღარ ექნებათ მერე, რომ გამოვიდნენ და კიდევ რაღაცები მოგვახვიონ თავს. გავაკეთოთ წესიერი არჩევანი. ჩვენი არჩევანი, ქართველი ერის არჩევანი ქრისტე და ქრისტიანობაა ხომ?

რადგან მიწაზე ვცხოვრობთ, არავის არ დაუშლია, რომ მიწაზე წესიერად იცხოვრო ადამიანმა. აქაც ერთმანეთი არ ვლანძღოთ.

განა რომელიმე პარტიის იმაზე [მხარდაჭერისკენ] მოგიწოდებთ, უბრალოდ, ვინც ლანძღავს, ჩემთვის ყველა მიუღებელია.

მე თუ, ვთქვათ, შევიგინები, მერე ჩემზე მთელი წლები ლაპარაკობენ – აი, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა. ყოველდღე იგინებიან ხომ? იქნებ, მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ როგორ არ უნდა მოვიქცეთ. 

შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ?!

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას.

კომენტარები