არჩევნები 2020

ელისაშვილი სააკაშვილზე: რამდენი წელია, რაზგონს იღებს, ასეთი განცხადებებით ოცნებას აძლიერებს

კომპასი დაკარგა ეს ოხერი? საქართველო არ იცის, სად არის? რამდენი წელია, "რაზგონს" იღებს და რით ვერ ჩამოვიდა საქართველოში, არ იცის, სად არის? ხომ არის თვითონ უკრაინაში, დახედოს, არის მერე ზღვა და მერე არის საქართველო, რაღაცნაირად უნდა მოვიდეს საქართველომდე თუ მოსვლის შნო და თავი აქვს, თუ არადა, რავიცი ახლა, ასეთი განცხადებებით ის ქართულ ოცნებას ეხმარება და აძლიერებს.

პარტია მოქალაქების მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს ოლქში ალეკო ელისაშვილი TV პირველის ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. 27 აგვისტის ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა ქართველ ხალხს შეცდომებისთვის ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ის ბრუნდება.

კომენტარები