არჩევნები 2020

ბაქრაძე: ევროპული საქართველო არის და უნდა იყოს სწორი ცვლილებების კომპასი

დიახ, საქართველოს სჭირდება ევროპულობა, წინსვლა და განვითარება და სწორედ ამან შეგვკრიბა თითოეული ჩვენგანი ამ შეხვედრაზე. შეიძლება ძალიან ბევრი განსხვავებული რამ გვაწუხებდეს თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, მაგრამ არის რაღაც, რაც ყველას გვაწუხებს, ყველას გვაწუხებს ის პრობლემები, რაც ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა. ყველას გვაწუხებს უმუშევრობა და სიღარიბე. ყველას გვაწუხებს უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა. ყველას გვაწუხებს კრიმინალი. ეს არის ის, რაც ყველას აწუხებს ამ ქვეყანაში. ამ განსხვავებული პრობლემების მოგვარებას, აქვს ერთი საერთო იმისთვის რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ქვეყანას გარდამტეხი არჩევნები სჭირდება.

ჩვენ უნდა შევცვალოთ სიღარიბე კეთილდღეობით, უიმედობა იმედით და მომავლის რწმენით, ჩვენ უნდა შევცვალოთ კრიმინალი წესრიგითა და უსაფრთხოებით. ჩვენ უნდა შეცვალოთ ეს ქვეყანა და ეს ცვლილებები მოაქვს სწორედ არჩევნებს. ამიტომაა არჩევნები მნიშვნელოვანი და ამიტომ გეკუთვნით არჩევნები თითოეულ თქვენგანს. დიახ, არჩევნები ეკუთვნის ხალხს, რადგან, არჩევნებს სწორედ ცვლილებები მოაქვს ხალხისთვის და ჩვენი გუნდის ამოცანაა, ამ არჩევნებმა ქვეყანას და ხალხს მოუტანოს გარდამტეხი ცვლილებები. მაგრამ ცვლილებები თავისთვის არ ხდება და იმისთვის, რომ იცოდე რა მიმართულებით წახვიდე, რა შეცვალო და როგორ, საჭიროა გუნდი, ცოდნა, კომპეტენცია, საჭიროა ხედვა, გზამკვლევი, რომელიც ქვეყანას სწორი წაიყვანს ცვლილებებისკენ და ეს გზამკვლევი, ეს ცვლილებების კომპასი არის და უნდა იყოს ევროპული საქართველო.

ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს აქ, საზღვაო ქალაქში, ვსაუბრობთ კომპასზე. სად თუ არა ამ ქალაქში იციან რამდენად მნიშნველოვანია, როდესაც ხარ პრობლემების ოკეანეში, უიმედობის, გაჭირვების ოკეანეში, რომელიც ქვეყანას ივანიშვილმა მოუტანა, რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს კომპასი, რომელიც გაჩვენებს სწორ გზას, გაგიყვანს უსაფრთხო ნაპირზე და მიგიყვანს უკეთეს მომავალთან, ესაა სწორედ ევროპული საქართველო და ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე, სადაც პარტიამ საარჩევნო სლოგანიც წარადგინა - "შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის"

კომენტარები