კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იგეგმება, ეკონომიკა ვერ გაჩერდება

დიდი ალბათობით, არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაც. მოგეხსენებათ, რომ მდგომარეობა ბევრგან არის გაუარესებული, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება, ამიტომ უნდა იყოს სწორი ბალანსი - ერთი მხრივ მობილობის გახსნას და მეორე მხრივ ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველანაირ გამოწვევას. ამიტომ, შემთხვევების ზრდა ერთი ათეულით, ორი ათეულით, ეს არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს სრულად მართვადი და კონტროლირებადია. ეს არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს დღეს მკაცრი საკარანტინო ან სხვა ღონისძიებების გატარების.

ასეთი რამ არც იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები