არჩევნები 2020

სააკაშვილი: არ მიზიდავს კაბინეტი, მე ისტორიაში უკვე ვარ შესული, მყავს ბევრი მიმდევარი

მე ნამდვილად არ მიზიდავს არცერთი კაბინეტი. მე ნამდვილად არ მჭირდება არცერთი თანამდებობა. ნამდვილად არ მამოძრავებს ამბიციები ხელისუფლების. მე ისტორიაში უკვე ვარ შესული. ისტორიაში ვარ შესული მთელი რეგიონის ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი... მე მაქვს დიდი საერთაშორისო სახელი, მყავს ბევრი მიმდევარი. მაგალითად, ამას წინათ ცნობილი ყაზახი მილიარდერი ჩამოვიდა და ჩვეულებრივად ჩემთან ერთად მუშაობს. მითხრა, რაღაცა მინდა ვისწავლო შენგანო და გამოვადგე შუა აზიას და ჩემს რეგიონს. უამრავი რუსი ოპოზიციონერები მუშაობენ, ბელარუსელები მუშაობენ, არაფერს ვამბობ უკრაინელებზე... ასე რომ ეს პრობლემა არ მაქვს მე, მე კაბინეტისთვის არ ვიბრძვი. 

საართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

კომენტარები