ეკონომიკა

თურნავა: მკაცრი შემზღუდავი ზომების დარტყმას ჩვენი ეკონომიკა მეორედ ვერ გაუძლებს

მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია, ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება აგვეყვანა კონტროლზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი, შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ, ამას, ესეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა მეორედ ვერ გაუძლებს. შესაბამისად წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე, ჩვენი სამედიცინო პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით.

კომენტარები