არჩევნები 2020

ვაშაძე IRI-ის კვლევაზე: ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება

მთავარი კვლევა იქნება 31 ოქტომბერს. თუმცა IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ 31 ოქტომბრისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია აღმაშენებელი - ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველთვის ვსაუბრობთ პროგრამით, გეგმით, ანტიკრიზისული გეგმით, როგორ უნდა ვუშველოთ უმუშევრობას, როგორ უნდა დავწიოთ საბანკო პროცენტები.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე IRI-ის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, 36% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 15% - ენმ-ს, 4% ევროპულ საქართველოს, ასევე 4-4% პატრიოტთა ალიანსს და სტრატეგია აღმაშენებელს, 3% ლეიბორისტულ პარტიას, 2-2% სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს და გირჩს, 1% - დემოკრატიულ მოძრაობას. 2% - სხვას, 3% - არცერთს, 23%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კომენტარები