არჩევნები 2020

ვაშაძე პრემიერის დანიშვნაზე: ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ ტყეშია

ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ კიდევ ტყეში დაბორიალობს... არჩევნების ბოლომდე მივიდეთ, მივიღოთ სიამოვნება ოპოზიციის გარდაუვალი გამარჯვებისგან, შემდეგ ვნახოთ, პროცედურულად, ორგანიზაციულად როგორ განიხილება ეს საკითხი. მე თუ მკითხავთ, თუ ჩვენ კოალიციური მთავრობა გვექნება, რაც მე, პირადად, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია, კოალიციაში უნდა შეთანხმდეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი.

 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ IRI-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36%-ის აზრით კი, ეს მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს.

კომენტარები