თურნავა: უცხოელსაც შეუძლია გაიზიაროს ქართველი ოჯახის წევრის კარანტინი

უცხოელი მოქალაქე არის გაცილებით უფრო მარტივი სამონიტირინგო მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ მოხდა ისე და ის აღმოჩნდა ინფიცირებული...

... კი, არის ისეთი ქეისები, როცა ერთი ოჯახია და კითხვა ისმის, რატომ მიდის ერთი ოჯახის წევრი კარანტინში და მეორე არა, ჯერ ეს ერთი, მეორე წევრსაც აქვს სრული უფლება, გაიზიაროს ეს კარანტინი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დისკრიმინაციულ კარანტინზე ევროპული საქართველოს დეპუტატის გიორგი კანდელაკის კითხვას პასუხობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს კარანტინი არ ეხებათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. კარანტინი საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაშიც მოუწევს, თუ ოჯახის წევრთან ერთად ჩამოდის, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები