არჩევნები 2020

კალაძე: ბევრ ადამიანს უჭირს ქუთაისშიც, მთლიანად ქვეყანაშიც, მაგრამ ყველაფერი შედარებითია

არ გვიჭირს საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს გამოწვევები. ზუსტად ვიცით, რომ თვითკმაყოფილების უფლება ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არ აქვს და არც ექნება მანამდე, სანამ ერთ მოქალაქეს მაინც უჭირს და ერთ ოჯახს მაინც აქვს ცხოვრების ელემენტარული პირობები დასაკმაყოფილებელი. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს ქუთაისშიც და მთლიანად ქვეყანაშიც, მაგრამ ყველაფერი შედარებითია.

მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი, საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მინდა, უბრალოდ მაგალითები მოვიყვანო მხოლოდ და მხოლოდ შედარებისთვის – რა იყო და რა არის დღეს, ასევე, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.

კომენტარები