კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: ეკონომიკა ვეღარ ჩაიკეტება, მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი აღარ არის

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა იქნებოდა, ეკონომიკური შეზღუდვები ავხსენით და ამიტომ, ბუნებრივია ის ყველაფერი, რაც ხდება, ვგულისხმობ შემთხვევების რაოდენობის ზრდას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მაქსიმალურად მოგიწოდებთ - ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი ამ მხრივ არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და არაფერი გასაკვირი არ არის.

ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა, ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და სასურველია, რომ პირბადე არამარტო შენობის შიგნით ვატაროთ, არამედ, გარეთაც, როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან ძალიან ახლო კომუნიკაცია გვაქვს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ინფიცირებულთა რაოდენიბის ზრდის მიუხედავად, "სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია".

კომენტარები