კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თუ ვირუსის ეს რიცხვი ვერ დავიჭირეთ, ალბათ, სწავლის 2 კვირით გადადებას განიხილავენ

თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი აი, 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ ანუ 200 პლუს, მინუს 10-20, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანეთ, საკმარისი იქნება.

თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, მაშინ, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონია, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე ჯერ არ ყოფილა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში სწავლის დაწყებაზე.

კომენტარები