არჩევნები 2020

კობერიძე: არ ვაპირებთ კოალიციის შეკვრას არც სააკაშვილთან და არც ივანიშვილთან

ლელო თამაშობს დამოუკიდებლად და ჩვენი გზა არის ძალიან მკაფიოდ დანახული უკვე, ალბათ, ამომრჩევლის მხრიდანაც.  

სიმართლე რომ გითხრათ, მეკითხებიან სხვა პარტიებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს არჩეული მკაფიო გზა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ის პარტია, რომელიც იქნება მთავარი მაფორმირებელი მთავრობის. ჩვენ გარეშე ვერ მოხერხდება მთავრობის დაკომპლექტება პარლამენტში. 

კოალიციის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ვუშვებ, მაგრამ ჩვენ გარეშე მთავრობა ვერ დაკომპლექტდება. ეს ძალიან მკაფიოდ მინდა, გითხრათ. არ ვაპირებთ კოალიციის შეკვრას არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ბიძინა ივანიშვილთან. 

ამბობს ლელოს წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ფორმულასთან ინტერვიუში.

კომენტარები