ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 400-500-ის ფარგლებში

პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ეს სრულად პროგნოზირებადი იყო. უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები