ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დარჩი სახლში – ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ, უპირატესად აჭარაში

რადგან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ინციდენტობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, ისევ და ისევ აჭარაში მოწოდებაა იმის, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, რომ ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება, რადგან ინფექცია აქტიურად ცირკულირებს აჭარაში. მოგეხსენებათ, ხანდაზმულები არიან მოწყვლადი ჯგუფი ამ ინფექციის მიმართ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნაკლები იყოს კონტაქტი, ნაკლები გარეთ სიარული. ანუ, დარჩი სახლში – ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ უპირატესად, ამ ეტაპზე, აჭარაში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები