ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჯერჯერობით, თბილისში ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს

არავითარი კარავის დადგმა არ იგეგმება. იცით, რომ ჩვენ თბილისში პილოტირება გავაკეთეთ და სამი დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში ყველას შეეძლო მისვლა. მივიდა 988 ადამიანი და აღმოაჩნდა მხოლოდ შვიდს, რომელიც 0,7 პროცენტია. ანუ, თბილისში, ჯერჯერობით, ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს.

როგორც მოგეხსნებათ, გაიტესტა მასწავლებლების დიდი ნაწილი, ვინც აჭარიდან იყო გამოსული. დაახლოებით 2 200 უნდა გატესტილიყო და 1 800 გაიტესტა და 14 მასწავლებელში აღმოჩნდა, ყველაზე მეტი გურიის რეგიონში. ზოგადად, აჭარის გარეთ შემთხვევების დიდი ნაწილი პირდაპირ კავშირშია აჭარასთან, პირველად ან მეორეულ კავშირში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები