ენდელაძე: თბილისში რეკომენდაციებს უფრო მეტად იცავენ, ხალხმა დაიჯერა, რომ COVID 19 არსებობს

დღეს გუშინდელთან შედარებით მომატებულია შემთხვევები, მაგრამ მაქსიმალური დატესტვა მიდის და ეს ამის შედეგია. ვფიქრობ, რომ თბილისში რეკომენდაციების დაცვა უფრო მეტად ხდება, დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არსებობს კორონავირუსი.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე. დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

კომენტარები