გამყრელიძე: იმსჯელებს საბჭო, იქნება თუ არა თბილისში ფართომასშტაბიანი შეზღუდვა საჭირო

შეზღუდვები, რა მასშტაბის იქნება და როგორი, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ოქროს ბირჟას რომ მეკითხებით, რამდენიმე დღეა, დაკეტილია და მის ირგვლივ მაღაზიებმაც შეაჩერეს მუშაობა. ასეთი შემზღუდველი ღონისძიებები, რასაც წერტილოვან დარტყმებს ვეძახით, რა, თქმა უნდა, ხორციელდება.

რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. იმედი მაქვს, ორშაბათს მივიღებთ საკოორდინაციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი, რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, როგორი, ან იქნება თუ არ იქნება.

ამირან გამყრელიძე TV პირველის კითხვაზე, თბილისში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ხომ არ არის საჭირო ისეთი შეზღუდვები, რაც ბათუმში მოქმედებს.

კომენტარები