ეს არის საქმე, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რატომ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა და რატომ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მოდი, გავიხსენოთ წინა არჩევნები. ქართულ ოცნებას ძალიან უყვარს სიტყვა "ხელწერა".
მაგალითად, გავიხსენოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ერთი ამბავი იყო ატეხილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე და გამოძიებაზე, როდესაც დაიჭირეს აბსოლუტურად პატიოსანი ადამიანი, ექსპერტი, რომელსაც ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და შემდეგ ამათმა სასამართლომაც კი გაამართლა, ოღონდ ის ადამიანი ციხეში ყოფნამ ფიზიკურად გადაიყოლა, ვეღარ გაუძლო. არჩევნები დასრულდა თუ არა, ზუსტად მაშინვე დასრულდა ქართული ოცნების ინტერესი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, ბარბარე რაფალიანცის საქმე 2012-ში, ასეთივე აჟიოტაჟი, 8 წელი გავიდა და აბსოლუტურად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ამიტომ, პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს და აწუხებს საკუთარი სკამის გარდა.