ახალი კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე: ოპოზიცია ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა ჩვენდა უნებურად ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.

ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც, რიგ შემთხვევებში, არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა, მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულვებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეგულაციები დაიცვან.

კომენტარები