კორონავირუსი საქართველოში

სააკაშვილი: ვინ ჰკითხავს ინფექციონისტს ოპოზიციის დაგმობას? შენს საქმეს მიხედე, შე უბედურო

იძახდნენ, რომ მასობრივი შეკრებები არ შეიძლება, ამ დროს დენდროპარკში ივანიშვილი კრებს, ჩაქვში კრებენ თავის ელიტურ ექიმებს. ხალხმა დაინახა, რომ ესენი არიან მატყუარები. ხალხმა დაინახა, რომ ესენი თვითონ არ ასრულებენ, რასაც აკეთებენ და გაუჩნდათ ცინიზმი, ეს არის ბუნებრივი.  

ახლა დაუწყეს ხალხს დაბრალებ, რომ თქვენ თვითონ ხართ უპასუხისმგებლოები, ნიღბებს არ იკეთებთო. მართლა? არაფერ შუაში არ არის ქართველი ხალხი. თქვენ ხართ შუაში, თქვენ ჩაიდინეთ ეს დანაშაულები, თქვენ იტყუებოდით მთელი ეს პერიოდი, თქვენ იყენებდით ორმაგ სტანდარტს, თქვენ შემოიყვანეთ რუსეთიდან ნაცნობ-მეგობრობით და თქვენი სიყვარულით თქვენი მეგობრები. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გასჩენოდა სრული ცინიზმი თქვენი რეგულაციების და თქვენი სიცრუის, თქვენი სიყალბის მიმართ. რა შუაშია ხალხი? რა შუაშია აქ ხალხი, საერთოდ?  

ამაში თავიდან ბოლომდე დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც შეადგინა ეს ყალბი პროტოკოლები, ვინც ამას იყენებდნენ პოლიტიკაში ტკბობისთვის და, მათ შორის, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, ოპოზიციას გმობდნენ. ვინ ჰკითხავს ინფექციონისტს ოპოზიციის დაგმობას? შენს საქმეს მიხედე, შე უბედურო. მართლა თუ ბრმა არ ხარ, ვერ ხვდები, რომ ქვეყანა თავზე შეიძლება დაგენგრეს? 

ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები