გამყრელიძე: ეს პიკი არაა, ანუ შემთხვევათა ზრდა კვლავ გვექნება

მეორე ტალღა რომ იქნებოდა, პროგნოზირებადი იყო. ის, რომ ჩვენ გარკვეულად შემთხვევათა ზრდა გვექნებოდა ზაფხულის შემდეგ და ეს აჭარის რეგიონიდან დაიწყებოდა, ესეც პროგნზირებადი იყო. არის თუ არა ეს პიკი? მე გეტყვით, რომ ეს პიკი არაა. ანუ შემთხვევათა ზრდა კვლავ გვექნება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ფორმულას ეთერში. საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, დღეს, 15 ოქტომბერს, 5 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები