მეუფე გიორგი: დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში მიუღებელი აღმოჩნდა

მოსახლეობაში დადიან და აგროვებენ ხელმოწერებს, მაგრამ მოტყუებით. ზოგს ეუბნებიან, რომ მეუფის დასახმარებლად გვინდა ხელმოწერა, ზოგს ეუბნებიან რომ ტრანსპორტის გამოყოფასთან დაკავშირებით, ზოგს ნარიმანოვის ძეგლის აღებისთვის უნდა ვითომ ხელმოწერები და ასე შეცდომაში შეჰყავთ.

პირდაპირ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით, მთავარი მიზანი ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, თქვენ ხომ იცით, რომ სუს-ის გარეშე დამლაგებელი რომ დამლაგებელია, ის არ ინიშნება და ახლა ოცნების შტაბში ასეთი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას და ხელმოწერებს, პარტმუშაკები მარტო თავიანთი გადაწყვეტილებით ვერ გააკეთებდნენ. ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, რომ მარნეულში მიმდინარე პროცესებზე, თუნდაც ეკლესიასთან მიმართებით, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ დღევანელ ხელისუფლებას.

ამბობს მარენულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები