აფხაზეთის სამღვდელოებამ ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო საჭირო ხატთან მიახლოება და ხატის დაბრუნება. მკაფიო პოზიციები დააფიქსირეს, მაგრამ ილორის ხატი სამი თვე იყო დაბრძანებული ილორის ტაძარში. სამი თვის მანძილზე ამ ხატმა მადლი დატოვა კიდეც იმ ტაძარში და წამოიღო კიდეც. მე თქვენ ახლა გეუბნებით და ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში.
პატრიოტთა ალიანსი
ინაშვილი: ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი კვლავ შებრძანდება აფხაზეთში
tbl.ge/55kw
დაკოპირდა
ამის შესახებ ირმა ინაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა. ილორის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პუტინისტურმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაიტანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ 5 სექტემბერს უკან დააბრუნა.
ამავე თემაზე
- თარხან-მოურავი: გავაფრენ, მორიგი ტყუილები, მე ეგეთი თმა და ცხვირი მაქვს?
- ინაშვილი კალაძეს: უკრაინა ომში გითრევს, რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია
- ინაშვილი ომზე: ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე
- პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
- ინაშვილი: არავითარ NATO-ში ჩვენ არ უნდა შევიდეთ, ეს არის უტოპია