ცერცვაძე: თუ რესტორანი საშიშია, გარკვეულწილად უნივერსიტეტიც საშიშია

სწავლის განახლებაზე, როგორ გითხრათ, განსხვავებული მოსაზრებებია, სტუდენტებშიც კი არ არის ერთი და იგივე აზრი, ნაწილი იმას აპროტესტებს, რომ სწავლა არ დაიწყო ჯერ, ნაწილი იმას - სწავლა თუ დაიწყება და გაიზრდება ინფიცირების რიცხვი. არ არის იოლი გადასდაწყვეტი, რომელი ვარიანტი ჯობია და რომელია უკეთესი არჩევანი, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ჩემი კომპეტენცია არ არის, მე კლინიცისტი ვარ და ეს უფრო ეპიდემიოლოგების საქმეა...

როგორ გითხრათ, სიმართლე არის ამ სტუდენტის მონაწერშიც, თუ რესტორანი საშიშია, გარკვეულწილად უნივერსიტეტიც საშიშია. ასე რომ, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა არჩევანი გიხდება ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევანის გაკეთება...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი TV პირველის ეთერში. მას წამყვანმა სტუდენტის კითხვა წაუკითხა - თუ რესტორანი საშიშია, უნივერსიტეტში სწავლის დაწყება არ არის საშიში?
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები