კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ინფიცირების მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ

მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობით, ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტობით, ანუ ასი ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის სადღაც შუაში ვართ. ტესტირების მონაცემების მიხედვით, მილიონზე ჩვენ გვაქვს 213 ათასი PCR ტესტი და ამას თუ დაამატებთ დაახლოებით ასიათას ანტიგენზე დამყარებულ ტესტს არაგვიშავს, სადღაც ვართ შუა მაჩვენებელზე. 

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სერიოზულად რთულდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მართვადია. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი.

კომენტარები